PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 0.6%-ით გაიზარდა. 2023 წლის ივლისში ფასების ინდექსი 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა.
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა.
ივლისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 267 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 132 ლარს შეადგენდა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში 498 ლარი იყო. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 894 ლარი იყო, აჭარაში – 550 ლარი, თბილისში – 505 ლარი, ხოლო კახეთში – 466 ლარი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…